ქუთაისში კორონავირუსით მასწავლებელი გარდაიცვალა - ფაქტის გამო ოკუპირებული სოხუმის ერთ-ერთი სკოლა დროებით დაიხურა
21-09-2020

კორონავირუსით სოხუმის პირველი სკოლის მასწავლებელი 60 წლის ლუდმილა ანუა გარდაიცვალა. პაციენტი  ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში  მკურნალობდა, ის სოხუმიდან კრიტიკულ მდგომარეობაში გადმოიყვანეს.


რამდენიმე დღის წინ პედაგოგმა ფეისბუკზე მიმართვა გაავრცელა, სადაც წერს, რომ დაინფიცირებამდე, „არც მას სჯეროდა კორონავირუსის არსებობის“.

„მეგობრებო, გაუფრთხილდით თავებს, ინფექცია ჩვენს შორის დაიარება. არც მე მჯეროდა, რომ ეს ვირუსი არსებობდა, მაგრამ გუდაუთაში აღმოვჩნდი“ - დაწერა ლუდმილა ანუამ.

გარდაცვლილი ოკუპირებული სოხუმის #1 სკოლის პედაგოგი იყო, მომხდარი ფაქტის გამო დაწესებულება დროებით დაიხურა. სკოლის მოსწავლეები კი 2-კვირიან კარანტინს  საკუთარ სახლებში გაივლიან. სოხუმის #1 სკოლის დირექტორის განმარტებით, ფაქტის შესახებ დირექციას კვირას აცნობეს. მან ეპიდსიტუაციის შესახებ ე.წ. „განათლების მინისტრს“ აცნობა, რომელმაც მოსწავლეების 2 კვირით დათხოვნის განკარგულება მისცა.

 გარდა ამისა, ინფიცირების შემთხვევები სკოლის ხუთ კლასში გამოვლინდა.

დე-ფაქტო ხელისუფლების მონაცემებით, ოკუპირებულ აფხაზეთში, საერთო ჯამში, კორონავირუსის 939 შემთხვევაა გამოვლენილი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203