კიდევ ერთი სკოლა ​კორონავირუსის დაფიქსირების გამო დაიხურა - ინფექცია დაწყებითი კლასის მოსწავლეს დაუდასტურდა
21-09-2020

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში საჯარო სკოლა დაიხურა. მიზეზი დადასტურებული covid 19-ის შემთხვევაა.

როგორც მერიის წარმომადგენელი აცხადებს, ინფექცია დაწყებითი კლასის მოსწავლეს დაუდასტურდა, რის გამოც 35 პირი, მათ შორის 27 ბავშვი იზოლაციაშია.

მერის წარმომადგენელი შრომის ადმინისტრაციულ ერთეულში, კონსტანტინე ხომერიკი აცხადებს, რომ 27 მოსწავლეს და 14 მასწავლებელს ტესტი უკვე ჩაუტარდა. მისი ინფორმაციით, პასუხები 72 საათში გახდება ცნობილი. სწავლა კი დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება.

როგორც მერის წარმომადგენელი აღნიშნავს, იმ შემთხვევაში თუ რომელიმე მათგანს კორონავირუსი დაუდასტურდება, დაიწყება წყაროების მოკვლევა, რათა გავრცელების რისკი მინიმუმამდე იყოს დაყვანილი.

იხილეთ ასევე: სკოლა, სადაც პედაგოგსა და 2 მოსწავლეს კორონავირუსი დაუდგინდა, ონლაინ სწავლებაზე გადადის - ვირუსი სენაკში დაფიქსირდა

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203