2-საათიანი რეპეტიცია და 10-კაციანი ჯგუფები - სახელოვნებო და სპორტული წრეებისთვის ახალი რეკომენდაციები შემუშავდა
22-09-2020

ბავშვებისა და მოზრდილებისთვის განკუთვნილ სხვადასხვა დამატებით წრეზე, რაც ცეკვას, კალათბურთს, ხელბურთს, მუსიკას ან სხვა აქტივობებს მოიცავს, კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე, ახალი რეკომენდაციები გავრცელდება.

შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი, ბექა ფერაძე განმარტავს, რომ სარეპეტიციო და სხვა შემოქმედებითი საქმიანობისთვის გასატარებელი რეკომენდაციების თანახმად, სარეპეტიციო დრო 2 საათს არ უნდა აღემატებოდეს, აუცილებელია სივრცეების ხშირი განიავება, წრეებზე არსებული ინსტრუმენტების დეზინფექცია.

„სხვადასხვა სექტორისთვის განსაზღვრულია რეკომენდაციები. რეგულირდება სამუზეუმო, შემოქმედებითი და კულტურული ღონისძიებები, ამისთვის კი გამოყოფილია სპეციალური თავი, სადაც სარეპეტიციო და სხვა შემოქმედებითი საქმიანობისთვის გასატარებელი რეკომენდაციებია თავმოყრილი.

რეკომენდაციებში, შესაბამისი სადეზინფექციო და თერმოსკრინინგის პერიოდულად განხორციელების მოთხოვნა კვლავ ძალაში რჩება.

იძლევა რეკომენდაცია, რომ შესაძლებლობის მიხედვით, 10 ადამიანის სარეპეტიციო საქმიანობა დაიშვას ერთ სივრცეში, თუმცა, ეს არ არის იმპერატიული მოთხოვნა. რეკომენდებულია 10-ზე მეტი ადამიანის დამატების შემთხვევაში სარეპეტიციო სივრცეში 5 კვ.მ ზე 1 პირი განთავსდეს.

პროტოკოლით, რეკომენდებულია, რომ რეპეტიციები არ აღემატებოდეს 2 საათს.

ზოგად რეკომენდაციებს შორისაა, რომ ხშირი დეზინფექცია და ბუნებრივი ვენტილაცია უნდა იყოს დაცული. განიავება უნდა ხდებოდეს ბუნებრივი გზით, იმისთვის, რომ რისკები მაქსიმალურად იყოს დაზღვეული.

ასევე, შეიძლება დიდ სივრცეში იყოს 20 ბავშვი, თუ შესაბამისი დისტანცია იქნება დაცული. ტემპერატურის ან რაიმე სიმპტომის აღმოჩენის შემთხვევაში, სარეპეტიციო დარბაზში საიზოლაციო სივრცე არ არის გამოყოფილი, ამ შემთხვევაში უნდა მიმართონ 112-ს, ვინაიდან სარეპეტიციო სივრცეებში დიდი რაოდენობის თავშეყრა არ ხდება ბაღების და სკოლებისგან განსხვავებით.

ასევე, აუცილებელია ყველა ინვენტარს რეპეტიციის შემდგომ მიკროფონი იქნება თუ ნებისმიერი სხვა ინსტრუმენტი, რომელსაც წრეზე მყოფი პირი იყენებს, დეზინფექცია ჩაუტარდეს“, - აღნიშნავს ბექა ფერაძე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203