უმაღლესში მობილობით გადასვლის წესისა და საფასურის ბრძანებაში ცვლილება შევიდა
22-09-2020
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ კანონში ცვლილება შევიდა. 

მობილობის უფლება აქვს პირს, რომლის დაწესებულებაში ჩაირიცხა კანონმდებლობით დადგენილი წესით და ელექტრონულ პორტალზე მობილობის მსურველად რეგისტრაციის მომენტისთვის არის დაწესებულების სტუდენტი.

  • „მობილობა შესაძლებელია განხორციელდეს უმაღლესი განათლების ერთი საფეხურის ფარგლებში. ამ პუნქტის მიზნებისათვის დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო და ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამები განიხილება აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამასთან თავსებადად. დაუშვებელია მობილობა პროფესიული განათლების პროგრამიდან ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე“.

  • „საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადის მონაწილე საქართველოს ნაკრები გუნდის წევრის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პირობით ჩარიცხვისა და დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 31 ივლისის N88/ნ ბრძანებით განსაზღვრული წესით ჩარიცხულ პირს, მობილობის უფლება წარმოეშობა პირობითი სტუდენტის სტატუსის მოპოვების მომდევნო წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის საფუძველზე, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების უფლების მოპოვებისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში  ჩარიცხვის  შემდგომ“.
  • „დაწესებულებისათვის ავტორიზაციაზე უარის თქმის ან ავტორიზაციის გაუქმების, ასევე მხოლოდ აკრედიტაციის საფუძველზე განსახორციელებელი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციაზე უარის თქმის ან აკრედიტაციის გაუქმების შემთხვევაში, ამ დაწესებულების/საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტები, მათ შორის ისინი, ვისაც გადაწყვეტილების ძალაში შესვლამდე უკვე შეჩერებული ჰქონდა სტუდენტის სტატუსი, უფლებამოსილი არიან ისარგებლონ მობილობის უფლებით ავტორიზაციის/აკრედიტაციის საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 5 წლის განმავლობაში“.
  • გადახდილი საფასური სრულად ბრუნდება, თუ მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადის დასრულების შემდეგ აღმოჩნდება, რომ დაინტერესებული პირი არ არის რეგისტრირებული ელექტრონულ პორტალზე ან პორტალზე რეგისტრაციის შემდგომ არ აქვს არჩეული სასურველი საგანმანათლებლო პროგრამები „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესის“ შესაბამისად.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203