კორონავირუსი 7 პედაგოგს, ფსიქოლოგსა და 4 დამლაგებელს დაუდგინდა - დაავადების ახალი შემთხვევა ბათუმის N5 საჯარო სკოლაში
23-09-2020
ბათუმის მე-5 საჯარო სკოლაში კორონავირუსით 12 თანამშრომელი დაინფიცირდა.

სკოლის ინფორმაციით, კორონავირუსი 7 მასწავლებელს, სკოლის ფსიქოლოგს და 4 დამლაგებელს აღმოაჩნდათ. ინფიცირებულები კლინიკაში არიან გადაყვანილები.

ცნობისთვის, დღეს კორონავირუსის  227 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 165 აჭარას, 34 კი თბილისს უკავშირდება. ინფიცირების დანარჩენი შემთხვევები სხვადასხვა რეგიონზე ნაწილდება.

იხილეთ ასევე: სკოლის კლასტერი - რამდენ სკოლაში და რამდენ მასწავლებელს გამოუვლინდა კორონავირუსი?
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203