ქსნის სკოლის მოსწავლეები, თავისუფალი გაკვეთილის ფარგლებში, მომხმარებლის უფლებებს გაეცნენ
10-10-2017
ქსნის სკოლაში თავისუფალი გაკვეთილების ფარგლებში, კიდევ ერთი გაკვეთილი ჩატარდა - ''მე მაქვს უფლება!"

გაკვეთილზე მოსწავლეები მომხმარებლების უფლებებს გაეცნენ, გამოთქვეს მოსაზრებები, თუ როგორ უნდა ხდებოდეს მომხმარებლებთან ურთიერთობა.

''გაკვეთილზე განვიხილეთ ცნება ''უფლება'', რასაც ინტერაქტიული სავარჯიშოები მოჰყვა. ბავშვებმა გამოთქვეს მოსაზრებები, თუ როგორი ფორმით უნდა ხდებოდეს მომხმარებლების მიმართ მოპყრობა. ეს გაკვეთილი, მოსწავლეებს მოამზადებს შემდეგი გაკვეთილისთვის, რომლის თემაც იქნება კონკრეტულად ფინანსური სექტორის მომხმარებლის უფლებების შესასწავლა, '' - აღნიშნეს სკოლის მასწავლებლებმა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203