მაძიებელ მასწავლებლებს, რომლებმაც პროგრამა წარმატებით გაიარეს და სტატუსის ცვლილებას ელოდებიან, უფროსი მასწავლებლის სტატუსი სექტემბრის ბოლოს აესახებათ ბაზაში.
შეგახსენებთ, რომ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებული ბრძანების მიხედვით, სკოლებს მაძიებლის სტატუსის მქონე პირთა წინადადებების წარდგენის ვადად 2020 წლის 15 სექტემბრიდან 25 სექტემბრის ჩათვლით პერიოდი განესაზღვრათ. შესაბამისად, მაძიებელი მასწავლებლებისთვის სტატუსის მინიჭება სწორედ 25 სექტემბრის შემდგომ დაიწყება.
იხილეთ ასევე: სკოლებს მაძიებლის სტატუსის წარსადგენად ვადები განესაზღვრათ - ვის ეხება ახალი ბრძანება?
მასწავლებლების სტატუსების ცვლილება დაიწყო - შეამოწმეთ ბაზა