ცნობილია, სად აღდგება სწავლა საკლასო ოთახებში და სად დისტანციურად გაგრძელდება
24-09-2020
1 ოქტომბრიდან აჭარის რეგიონში სწავლა კვლავ დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება. ფოთსა და გორში ყველა კლასის მოსწავლე საკლასო ოთახებს დაუბრუნდება. ხოლო თბილისის, ქუთაისის, რუსთავისა და ზუგდიდის სკოლებში მხოლოდ I-VI კლასის ჩათვლით მოსწავლეები ივლიან, დანარჩენ კლასებში სწავლა კლავ ონლაინ ფორმატში დარჩება. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ დღეს მიიღო და საზოგადოებას მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა გააცნო. 

„ყველგან, სადაც დღეს დისტანციურად მიმდინარეობს სწავლა, გარდა აჭარის რეგიონისა, 1 ოქტომბრიდან პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით მოსწავლეები საკლასო ოთახებში გააგრძელებენ სწავლას. ეს ეხება თბილისს, ქუთაისს, რუსთავსა და ზუგდიდს.

ფოთსა და გორში ყველა კლასის მოსწავლე საკლასო ოთახიდან გააგრძელებენ სწავლას. იგულისხმება არა მხოლოდ I-VI კლასის, არამედ I-დან XII კლასის ჩათვლით მოსწავლეები. იქ, სადაც დღეს დისტანციურად არის სწავლა და 1-ელი ოქტომბრიდან ჩემ მიერ ჩამოთვლილ ქალაქებში გაგრძელდება საკლასო ოთახებში სწავლა, მშობლებს ექნებათ შესაძლებლობა რომ არჩევანი გააკეთონ და აირჩიონ სწავლების დისტანციური მოდელი, რაც ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მისივე თქმით, უნივერსიტეტებში სწავლა კვლავ დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება.

იხილეთ ასევე: განათლების მინისტრის კომენტარი სწავლასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებებზე - „სკოლები დაუკავშირდებიან მშობლებს“

უმაღლეს სასწავლებლებში და პროფესიულ ცენტრებში, ამ ეტაპზე, დისტანციური სწავლება შენარჩუნდება

„სასწავლო პროცესი უნდა აღდგეს, ბავშვები კლასებში უნდა დაბრუნდნენ“ - პრემიერი
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203