მშობლებს შეუძლიათ თავად აირჩიონ შვილებს დისტანციურად ასწავლონ თუ დასწრებით - მიხეილ ჩხენკელი დეტალებზე
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის განცხადებით იმ სკოლებში, სადაც სწავლა საკლასო ოთახში ინაცვლებს, მშობლებს საშუალება ექნებათ სურვილის შემთხვევაში, მათმა შვილებმა სწავლა დისტანციურად განაგრძონ. „განათლებასთან დაკავშირებით უაღრესად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მივიღეთ, აჭარაში ყველგან დისტანციურად იქნება სასწავლო პროცესი. პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით მოსწავლეები 1 ოქტომბრიდან საკლასო ოთახებიდან გააგრძელებენ სწავლას. ეს ეხება თბილისს, ქუთაისს, რუსთავსა და ზუგდიდს. ეს უაღრესად მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით პატარებისთვის, რომ საკლასო ოთახებში მოხდეს მათთვის სწავლის განახლება. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე, რომ გორში და ფოთში 1 ოქტომბერს ყველა მოსწავლეს ყველა კლასში საშუალება აქვს დაბრუნდეს საკლასო ოთახში.
ამასთან, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებს აჭარის გარდა ყველგან, საშუალება ექნებათ სკოლის ტერიტორიაზე სპეციალურად განკუთვნილ ოთახში შეხვდნენ
სპეცმასწავლებლებს. ეს უაღრესად მნიშვნელოვანია ამ ბავშვებისთვის. იქნება სპეციალური გრაფიკი, რომელსაც სკოლები შეათანხმებენ მშობლებთან.
საზოგადოებას ვთავაზობთ მაქსიმალურად მოქნილ სისტემას. თუ მშობელს ურჩევნია ბავშვმა სწავლა გააგრძელოს დისტანციურ ფორმატში, მათ ამის საშუალება ექნებათ. დეტალური ინფორმაცია ჩვენი სამინისტროს გვერდზე იქნება გამოქვეყნებული. სკოლები დაუკავშირდებიან მშობლებს, სურვილის შემთხვევაში ისინი დარეგისტრირდებიან შესაბამისად და ეს ყველაფერი უზრუნველყოფილი იქნება. ეს მაქსიმალურად მოქნილი სისტემაა“, - განაცხადა განათლების მინისტრმა.
იხილეთ ასევე: ცნობილია, სად აღდგება სწავლა საკლასო ოთახებში და სად დისტანციურად გაგრძელდებაუმაღლეს სასწავლებლებში და პროფესიულ ცენტრებში, ამ ეტაპზე, დისტანციური სწავლება შენარჩუნდება