უმაღლეს სასწავლებლებში და პროფესიულ ცენტრებში, ამ ეტაპზე, დისტანციური სწავლება შენარჩუნდება
24-09-2020

„უმაღლეს სასწავლებლებში და პროფესიულ ცენტრებში ამ ეტაპზე დისტანციური სწავლება შენარჩუნდება თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდში“, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

მინისტრის თქმით, აჭარაში სკოლებიც, უნივერსიტეტებიც და პროფესიული სასწავლებლებიც სწავლას დისტანციურად გააგრძელებენ, ხოლო სხვა ქალაქებსა და რეგიონებში უმაღლესი სასწავლებლებისა და პროფესიულ ცენტრების შესახებ ცვლილება უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

„უმაღლეს სასწავლებლებში და პროფესიულ ცენტრებში ამ ეტაპზე დისტანციური სწავლება შენარჩუნდება თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდში. აჭარაში ყველა საფეხურის საგანმანათლებლო სწავლება დისტანციურად იქნება.

ადაპტაციის პროცესიდან გამომდინარე გადაწყვეტილებას უმაღლესებსა და პროფესიულ სასწავლებლებში არადისტანციურად განახლების შესახებ უახლოეს დღეებში გაცნობებთ“, - განაცხადა მინისტრმა. 

იხილეთ ასევე: ცნობილია, სად აღდგება სწავლა საკლასო ოთახებში და სად დისტაცნიურად გაგრძელდება

განათლების მინისტრის კომენტარი სწავლასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებებზე - „სკოლები დაუკავშირდებიან მშობლებს“

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203