როგორც ცნობილი გახდა, სკოლების ნაწილი კვლავ დისტანციურ სწავლებაზე რჩება, ნაწილი კი საკლასო ოთახებს 1 ოქტომბრიდან დაუბრუნდება. საკლასო ოთახებში დაწყებითი კლასის მოსწავლეების დაბრუნება აუცილებელია, სწორედ ამიტომ, აჭარის გარდა, I-VI - კლასის ჩათვლით ყველა მოსწავლე სწავლას საკლასო ოთახიდან გააგრძელებს. როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკა დგებუაძე აცხადებს, რამდენ
ცვლიანი იქნება სკოლები, როგორ დაარეგულირებენ სასწავლო პროცესს და გაკვეთილების ცხრილს, ეს თავიდან ბოლომდე
სკოლაზეა დამოკიდებული.
„ჩვენ ძალიან ბევრი ვისაუბრეთ ამ თემასთან დაკავშირებით, რომ როცა ვიწყებდით ახალ სასწავლო წელს. იმის გამო, რომ გარკვეული რეგულაციები არსებობს და მნიშვნელოვანია, ერთ მეტრიანი დისტანციის დაცვა, სკოლებს მივეცით თავისუფლება, იმისთვის, რომ თავად
დაეორგანიზებინათ სასწავლო პროცესი. 15 სექტემბრისთვის სკოლა ამისთვის მზად იყო. თუ ამ ეტაპზე მხოლოდ I-VI კლასი ბრუნდება სკოლაში, ეს სივრცე არის მათი და მათი ვალდებულებაა სკოლამ თავისი საჭიროებიდან გამომდინარე
დააორგანიზოს გაკვეთილის ცხრილიც, სასწავლო პროცესიც და ა.შ. სამინისტრო ვერ უკარნახებს
თითოეულ სკოლას თუ როგორ მოიქცეს“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
იხილეთ ასევე: ც
ნობილია, სად აღდგება სწავლა საკლასო ოთახებში და სად დისტანციურად გაგრძელდებამშობლებს შეუძლიათ თავად აირჩიონ შვილებს დისტანციურად ასწავლონ თუ დასწრებით - მიხეილ ჩხენკელი დეტალებზე