სენაკის N1 სკოლის მოსწავლეები ახალ პროექტში ჩვეული მონდომებითა და პასუხისმგებლობით ჩაერთნენ
12-10-2017

პროექტში - "ახალგაზრდების ინიციატივა ევროპული გამოცდილების პოპულარიზაციისათვის'' სენაკის N1 სკოლის ჯგუფი ''ეკოერების'' წევრები  და ძველი სენაკის სკოლის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები. 

პროექტს გარემოსდაცვითი ეკოლოგიური ასოციაცია ''დეა'' ახორციელებს, ხოლო მხარდამჭერები არიან სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი და ევროკავშირი.

პროექტის ფარგლებში რამდენიმე შეხვედრა ჩატარდა.  

პროექტში ჩართულმა მონაწილეებმა დიდი მონდომებითა და პასუხისმგებლობით,  პედაგოგ მამუკა კუჭავასთან ერთად, პროექტის ლოგო შექმნეს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203