„სასწავლო პროცესი განახლდება ზუსტად იმ რეჟიმში, როგორც გამოვაცხადეთ“ - პრემიერ-მინისტრი
27-09-2020

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, სასწავლო პროცესი გეგმის მიხედვით წარიმართება.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ მთავრობა განახორციელებს მიზნობრივ, ლოკალურ ღონისძიებებს. სისტემური გადაკეტვები და შეზღუდვები ამ ეტაპზე არ იგეგმება.

„სასწავლო პროცესი განახლდება ზუსტად იმ რეჟიმში, როგორც გამოვაცხადეთ. ნებისმიერი ჩვენი შემდგომი ღონისძიება, ქმედება ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ, იქნება მიზნობრივი და ლოკალური. სისტემური გადაკეტვები, სისტემური შეზღუდვები ამ ეტაპზე არ იგეგმება. მარტივად შეგვიძლია ამის გაკეთება, მაგრამ ამას მოჰყვება მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები. ამიტომ ვირუსის გავრცელება ნორმალური ცხოვრების პირობებში რომ იყოს შედარებით დაბალი, ვატაროთ პირბადე, დავიცვათ დისტანცია და დავიბანოთ ხელი უფრო ხშირად“, - აღნიშნა გახარიამ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203