სახელმწიფო რწმუნებული არ გამორიცხავს, რომ ოზურგეთის სკოლები ონლაინ სწავლებაზე გადავიდნენ
27-09-2020
გურიაში სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია არ გამორიცხავს, რომ ოზურგეთში სკოლები სწავლის ონლაინ რეჟიმზე გადავიდნენ. ჩოხატაურსა და ლანჩხუთში კი სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება.

სახელმწიფო რწმუნებულის თქმით, სკოლების ონლაინ რეჟიმზე გადასვლასთან დაკავშირებით მუშავდება სქემა, თუმცა ჯერ ის დაუზუსტებელია და შესაბამის უწყებასთან შეთანხმებას საჭიროებს.

„ოზურგეთი მომატებული რისკის ზონა ხდება, „აჭარა ტექსტილში“ თანამშრომლებს შორის ინფიცირებულები არიან, ბევრი ოზურგეთში მცხოვრებია. ვამუშავებთ სქემას, რომ ოზურგეთის სკოლები ნელ-ნელა გადავიდნენ ონლაინ სწავლებაზე, თუმცა ეს ჯერ დაზუსტებული არ არის და საჭიროებს შეთანხმებას შესაბამის უწყებასთან. ლანჩხუთისა და ჩოხატაურის სკოლებში სწავლა ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება. რაც შეეხება სოფელ ლაითურს, იქ შეზღუდვები კვლავაც გრძელდება, მაგრამ გადაადგილების შეზღუდვა არ ვრცელდება არც სადისტრიბუციო კომპანიებზე და არც იმ პირებზე, რომლებიც სხვაგან არიან დასაქმებული“, – განაცხადა გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა ზურაბ ნასარაიამ.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203