დეხვირის სკოლაში მოსწავლეებმა საველე ექსკურსიის ფარგლებში, ისტორიული ადგილები მონახულეს
12-10-2017
დეხვირის სკოლა მრავალი წელია აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტში. 

სკოლაში კიდევ ერთი საინტერესო პროექტი განახორციელეს - საველე ექსკურსია, რომელიც ითვალისწინებდა ისტორიული ადგილების მონახულებას და შემდეგ შთაბეჭდილებების გადმოცემას ესეები სახით.

ექსკურსიის ფარგლებში მოსწავლეებმა მოინახეულეს: აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმი, კაცხის სვეტი, აკაკის ძიძისეული სახლი სოფელ სავანეში, დედათა მონასტერი ქალაქ ჭიათურაში.

როგორც სკოლის წარმომადგენლები აღნიშნავენ, პროექტმა მიზანს მიაღწია:

''ბავშვებმა ისტორიული ადგილები მოინახულეს, გაეცნენ ზემო იმერეთის გეოგრაფიულ მდებარეობას და ლიტერატურაშიც გაიღრმავეს ცოდნა. პროექტი შედეგიანი გამოდგა.''
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203