დამატებითი და უცნაური საგნები, რომლებიც საათების შესავსებად პედაგოგს შეუძლია სკოლაში ასწავლოს
მასწავლებლის პროფესიით ბევრი ახალგაზრდა დაინტერესდა, მასწავლებლობის მსურველები საგნის კომპეტენციის გამოცდაზე გადიან, რომელსაც ყოველწლიურად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ატარებს. მასწავლებელთა გამოცდები იმ საგნებში ტარდება, რომელიც სკოლაში სავალდებულოა. დამატებით საგნებში კი კომპეტენციის დადასტურება არ არის საჭირო.
ძირითადი საგნები, რომლებიც სკოლაში ისწავლება, არის:
- ბიოლოგია
- ბუნებისმეტყველება
- გეოგრაფია
- ეთნიკური უმცირესობების ენა
- ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები
- ისტორია
- მათემატიკა
- მე და საზოგადოება
- მოქალაქეობა
- მუსიკა
- საგზაო ნიშნები და მოძრაობის უსაფრთხოება
- სამოქალაქო განათლება
- სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
- უცხოური ენა
- ფიზიკა
- ფიზიკური აღზრდა და სპორტი
- ქართული როგორც მეორე ენა (არაქართულენოვანი სკოლებისთვის)
- ქიმია
- ჩვენი საქართველო
როგორც მასწავლებლებისა და მაძიებლებისთვის განკუთვნილ ვებგვერდზე - teachersjobs.ge-ზე ვკითხულობთ, გარდა ზემოთჩამოთვლილი საგნებისა, სკოლაში დამატებით კიდევ 118 საგნის სწავლებაა შესაძლებელი. დირექტორს უფლება აქვს დამატებითი საგნით და საათებით დატვირთოს მასწავლებელი, თუ ჩათვლის რომ მას ამა თუ იმ საგნის სწავლების უნარ-ჩვევები აქვს.
მაშ ასე, გთავაზობთ საგნების ჩამონათვალს, რომელიც სკოლების ვაკანსიების ვებგვერდზეა განთავსებული და რომლის სწავლებაც სკოლაში დამატებითი გამოცდის ჩაბარების გარეშე შეგიძლიათ, აქედან ზოგიერთი შესაძლოა, უცნაურადაც მოგეჩვენოთ ან თუნდაც პირველად შეიტყოთ ასეთი საგნის არსებობის შესახებ:
- ადამიანი და ცხოველი
- ადამიანი, ბუნება, ტექნიკა
- აერობიკა
- აკადემიური წერა
- ალგებრა
- არაბული ენა
- ახალი აღთქმა
- ბერძნული ენა
- ბიბლია
- ბიბლიოთეკის საათი
- ბიზნეს უნარები
- ბილინგვური სპორტი
- განმავითარებელი თამაშები
- გარემო და ეკოლოგია
- გემთწაყვანის საფუძვლები
- გეომეტრია
- დებატების ხელოვნება
- ებრაული ენა
- ევრითმია
- ეთიკა
- ეკლესიის ისტორია
- ეკოლოგია
- ეკონომიკა
- ეკოტურიზმი
- ელექტროტექნიკა და ელექტრონიკა
- ეპოქების ისტორია
- ზოგადი უნარები
- ზღაპრის გაკვეთილი
- თეატრალური თამაშები
- იაპონური ენა
- ივრითი
- ინტელექტუალური თამაშები
- ინფორმატიკა (პროგრამირება)
- კალიგრაფია
- კარატე
- კარტონაჟი
- კატეხიზმო
- კერამიკული ძერწვა
- კერვა
- კითხვის საათი
- კინოხელოვნება
- კონსტიტუციური სამართალი
- კულტურის ისტორია
- ლათინური ენა
- ლეგო
- ლინოგრავიურა
- მათემატიკური უნარები
- მებაღეობა
- მედავითნეობა
- მევენახეობა
- მენეჯმენტის საფუძვლები
- მეტყველების კულტურა
- მეწარმეობა
- მოზაიკა
- მსოფლიო კულტურა
- მსოფლიო ლიტერატურა
- მსოფლიო ხალხთა მითები და ლეგენდები
- მსოფლიო რელიგიები
- მუსიკათმცოდნეობა
- მხატვრული კითხვა
- ოსური
- პარაკლისი
- პოლიტოლოგია
- პროფესიული ორიენტაცია და კარიერის დაგეგმვა
- რელიგიების ისტორია და კულტურა
- რიტმიკა
- რობოტექნიკა
- სადამრიგებლო საათი
- სადურგლო საქმე
- საზეინკლო
- საზღვაო პრაქტიკა
- სამეჯლისო ცეკვები
- სამოციქულო ეკლესიის ისტორია
- სამყაროს შემეცნება
- სამხედრო ხელოვნება
- საოჯახო ცხოვრების ეთიკა და ფსიქოლოგია
- სასცენო ხელოვნება
- საქმე მოციქულთა
- საღმრთო სჯული
- სახალისო მათემატიკა
- სივრცითი და საყოფაცხოვრებო ორიენტაცია
- სოციალური და საყოფაცხოვრებო ორიენტირება
- სიმღერა
- სპილენძის თეგვა
- სპორტული ცეკვა
- ტანვარჯიში
- ტოლერანტობა
- უცხოური ლიტერატურა
- ფერწერა
- ფეხბურთი
- ფილოსოფია
- ფოლკლორი
- ფსიქოლოგია
- ქართველოლოგია
- ქართული კულტურა
- ქართული ჟესტური ენა
- ქორეოგრაფია
- ქრისტიანული ეკლესიის ისტორია
- ქრისტიანული ზნეობის საფუძვლები
- ქცევის კულტურა
- შემოქმედებითი წერა
- შრომა
- ჩეჩნური ენა
- ჩინური ენა
- ჩოგბურთი
- ცეკვა
- ცურვა
- ცხოვრებისეული უნარები
- ძერწვა
- ძველი ქართული დამწერლობა
- ძველი მსოფლიოს ისტორია
- ძველი ქართული ენა
- ჭადრაკი
- ხალხური საკრავები
- ხატვა
- ხელგარჯილობა
- ხელოვნების ისტორია
- ხუნძური (ავარული)