საჩხერეში წლის საუკეთესო მასწავლებლები გამოავლინეს
06-10-2016
მასწავლებლების საერთაშორისო დღე, 5 ოქტომბერი, საჩხერეში მესამედ აღინიშნა. 

საჩხერის საგანმანათლებლო რესუსცენტრის ხელმძღვანელობამ და საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებელმა 19 პედაგოგი და 2 სკოლა სხვადასხვა ნომინაციებში დააჯილდოვა.


მალხაზ ბაზაძემ ასევე ყველ ადმინისტრაციული ერთეულიდან დაასახელა დამსახურებული და ხანდაზმული პედაგოგები.

ესენი არიან: როზა გელბახიანი, ელენე კახიძე, შურა კაკოჩაშვილი, მარიამ ქამუშაძე, ეთერი მარგიევა, ლამარა კუპრაშვილი, ბეჟან ტაბატაძე, ლიანა ბეროძე, ჟუჟუნა კაპანაძე, ნორა მარგველაშვილი, ქეთო გოგატიშვილი, პეტრე ჭიტაძე, ვასილ კიპაროიძე. გამგებელი მათ სახლში მიაკითხავს და სიგელებს პირადად გადასცემს.

წლის საუკეთესო მასწავლებლის სტატუსი 12 პედაგოგს მიენიჭა და ესენი არიან: მაია ტოგონიძე, მელანო ძინძიბაძე, ლალი ვეშაპიძე, მაია მაჭარაშვილი, ირინა ქველაძე, ანა აბრამიშვილი, როდამი დეკანოიძე, თამილა მიქაუტიძე, ნატო მაკასარაშვილი, მაია აბესაძე, ვანო გოშაძე, ირმა ზაბახიძე.

"ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ხანგრძლივი და ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის" სიგელებით დაჯილდოვდნენ ასმათ ლომიძე, ნათელა ჭიჭინაძე, თინა გოგოლაძე და გელა აბრამიშვილი.

რესუსცენტრის ხელმძღვანელმა ცისმარი მაჭარაშვილმა ისეთი პედაგოგებიც დააჯილდოვა რომლებმაც სკოლიდან წასვლა გადაწყვიტეს.მათ მადლობის ბარათები გადაეცათ. ეს პედაგოგები არიან: დალი ლომიძე, ენუქიძე მიხეილი და რუსუდან მაჭარაშვილი.

ჩემოთვლილ პედაგოგებს ასევე საჩუქრები გადასცა ლიბერთი ბანკისა და ქართუ ბანკის წარმომადგენლებმა.

რესუსცენტრის ხელმძღვანელმა გასული სასწავლო წლის განმავლობაში სკოლების მიღწევებზე, მოსწავლეებისა და მასწავლებლების დამსახურებებზე ისაუბრა.

დაჯილდოების ცერემონიალს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203