სრულად რეაბილიტირებული ცინარეთის სკოლა საზეიმოდ გაიხსნა
13-10-2017
სრულად რეაბილიტირებული ცინარეთის სკოლა საზეიმოდ გაიხსნა.

სარეაბილიტაციო სამუშაოები აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიზნობრივი პროგრამის ''საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების'' ფარგლებში განხორციელდა. 

კეთილმოეწყო სკოლის შენობის ორივე სართული, საკლასო ოთახები, ბიბლიოთეკა, სამასწავლებლო, მოწესრიგდა სკოლის ეზო და დამონტაჟდა ცენტრალური გათბობა.

სკოლის გახსნას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, მუნიციპალიტეტის გამგებელი ტარიელ ებრალიძე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის უფროსი ჯემალ სურმანიძე და შუახევის რესურსცენტრის უფროსი ედუარდ გოგრაჭაძე ესწრებოდნენ.

სკოლის წარმომადგენლობა საქართველოს ყველა სკოლას მსგავს ბედნიერებას უსურვებს, რათა ყველა აღსაზრდელს ჰქონოდეს სწავლისადმი მოტივაციის მაღალი დონე.

ფოტოების სრულად სანახავად იხილეთ ბმული
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203