საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა ცენტრმა 2019 წლის არაკომერციული ორგანიზაციების გამოკვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, არაკომერციული ორგანიზაციების ბრუნვის მოცულობაში ყველაზე დიდი წილი (36.9 პროცენტი) განათლებაზე მოდის.
დეკლარირებული მონაცემების მიხედვით, 2019 წელს არაკომერციული ორგანიზაციების სექტორის ბრუნვის მოცულობამ დამხმარე კომერციული საქმიანობიდან 169.9 მლნ. ლარი შეადგინა, რაც 23.3 პროცენტით აღემატება გასული წლის შესაბამის მაჩვენებელს.
არაკომერციული ორგანიზაციების გამოკვლევის შედეგების მიხედვით დასაქმებულთა რაოდენობის ყველაზე ყველაზე დიდი ნაწილიც - 28.8 პროცენტი - განათლების დარგის ორგანიზაციებზე მოდის. რაც შეეხება ბრუნვის მოცულობას წინა წელთან შედარებით განათლებაში გაზრდილია დაახლოებით 25.2 პროცენტით.