„გაიზრდება მასწავლებლების, ადმინისტრაციისა და საბავშვო ბაღებში დასაქმებულთა ანაზღაურება“ - მიხეილ ჩხენკელი
02-10-2020

განათლებისა და მეცნიერების განვითარება სახელმწიფოს პრიორიტეტია - აღნიშნულის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა.

მინისტრმა ხელფასებისა და დაფინანსებების ზრდაზე „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ 2020 წლის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა და აღნიშნა, რომ: 

„გაიზრდება საბავშვო ბაღებში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურება; მნიშვნელოვნად გაიზრდება ზოგადი განათლების საბიუჯეტო დაფინანსება; გაიზრდება მასწავლებელთა და ადმინისტრაციული პერსონალის შრომის ანაზღაურება; გაიზრდება პროფესიული განათლების საბიუჯეტო დაფინანსება; გაიზრდება უმაღლესი განათლების დაფინანსება და იმავდროულად ჩამოყალიბდება დაფინანსების კონცეპტუალურად ახალი მოდელი; გაიზრდება სახელმწიფოს დაფინანსებით სამეცნიერო საგრანტო კონკურსების რაოდენობა; ხელი შეეწყობა საზღვარგარეთ მოღვაწე აკადემიური და სამეცნიერო პერსონალის ქართულ სამეცნიერო სივრცესთან თანამშრომლობას“, - აღნიშნა განათლების მინისტრმა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რამდენი პროცენტით იგეგმება მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის თანამშრომელთა ხელფასების მატება.

იხილეთ ასევე: 

მასწავლებლებს ხელფასი 150-ის ნაცვლად 100 ლარით და 2021 წლის იანვრიდან გაეზრდებათ

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203