„ეტალონში“ ჩართვა მოსწავლეებს მეტ მოტივაციას აძლევთ“ - ახალქალაქის მუნციპალიტეტში ინტელექტ-ჩემპიონატის პირველი ტური ჩატარდა
05-10-2020

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სკოლებში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ 2020-2021 სასწავლო წლის სეზონის I ეტაპის ტესტირება ჩატარდა.

როგორც რესურსცენტრის უფროსი და სკოლების დირექტორები აღნიშნავენ, პანდემიის მიუხედავად ტესტირება მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით გამოირჩეოდა:

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი თერეზა ჩივჩიანი:

მოგეხსენებათ ახალქალაქის მუნიციპალიტეტმა 15 სექტემბერს ყველა საჯარო სკოლაში განაახლა სწავლა. როგორც კი „ეტალონის“ ტესტირების ჩატარების შესახებ გავავრცელეთ მოსწავლეებში ინფორმაცია, ძალიან გაუხარდათ, მით უმეტეს ამ პირობებში მოსწავლეებს „ეტალონში“ ჩართვა მეტ მოტივაციას აძლევთ და მათთვის დამატებითი სტიმულია.

ტესტირება ყველა რეკომენდაციის დაცვით ჩატარდა, მოსწავლეები ძალიან მონდომებით ელოდებოდნენ შედეგებსაც. ზოგადად ვთვლით, რომ რეგიონებისთვის „ეტალონის“ არსებობა ძალიან მიზანშეწონილი და აუცილებელია.

გომანის საჯარო სკოლის დირექტორი ჰაიასტან მოვსესიანი:

ტესტირების პირველმა ტურმა წარმატებით ჩაიარა. მოსწავლეები კმაყოფილები იყვნენ, რადგან სხვადასხვა საგნიდან იყო საკითხები მოსული და საინტერესო გამოდგა. მე-9 კლასელებისთვის ერთადერთი სირთულე, რაც იყო შეიძლება ითქვას ბიოლოგიიდან მოსული საკითხებია, რომელიც შედარებით გაუჭირდათ.

გომანის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ხატია მეკოკიშვილი:

ძალიან კარგად ჩაიარა, აქტივობაც საკმაოდ მაღალი იყო, ისევე როგორც წინა წლებში, თუმცა წელს მოსწავლეებს ცოტა გაუჭირდათ ტესტირების დაძლევა ვინაიდან შეკითხვების უმეტესობა ბიოლოგიიდან და ქიმიიდან იყო მოსული. რამდენიმე წელია „ეტალონი“ ჩვენთან ტარდება და მოსწავლეები ყოველთვის აქტიურად არიან ჩართულნი.

ბარალეთის N2 საჯარო სკოლის დირექტორი ნინელი ანანიაშვილი:

ტესტირებაში მოსწავლეთა საკმაოდ დიდი ნაწილი იყო ჩართული. წინა წლებისგან განსხვავებით მინდა ვთქვა რომ აქტივობა არ შეცვლილა, მოსწავლეების 70% ჩართული იყო ტესტირებაში. აღსანიშნავია, რომ წელს საკმაოდ განსხვავებული კითხვები იყო და ყველა საგანს მოიცავდა, რაც ტესტს კიდევ უფრო საინტერესოს ხდიდა. 

ბარალეთის N2 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი მაკარ ისაკიძე:

ტესტირების პირველმა ტურმა საინტერესოდ ჩაიარა, მცირეკონტიგენტიანი სკოლა ვართ და მოსწავლეთა რიცხოვნობა მაღალი არ არის, თუმცა პროცენტულად საკმაოდ მაღალი ჩართულობა ფიქსირდება „ეტალონში“. აღვნიშნავ იმასაც, რომ ყველა რეკომენდაცია ზედმიწევნით გვქონდა დაცული და ამ მხრივაც ძალიან მოწესრიგებული იყო ყველაფერი.

კუმურდოს საჯარო სკოლის დირექტორი და „ეტალონის“ პედაგოგი არმენაკ ფოლორჩიანი:

პირველმა ტურმა აქტიურად ჩაიარა, ძალიან მონდომებულები იყვნენ მოსწავლეები. მონაწილეობა 35-მა ბავშვმა მიიღო. თუმცა უნდა ვთქვა, რომ წინა წლებისგან განსხვავებით წელს ბავშვებს უფრო გაუჭირდათ ტესტების დაძლევა, რადგან მოგეხსენებათ, კორონავირუსის გამო სწავლა დისტანციურად მიმდინარეობდა და ამის გამო უფრო ერთულათ საკითხები.

იხილეთ ასევე: ახალქალაქის სკოლების მოსწავლეთა საყურადღებოდ - ეტალონი

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203