დეხვირის სკოლის მოსწავლეებმა ექსკურსიაზე მიღებული ცოდნა ზეპირი და წერილობითი პრეზენტაციის სახით წარმოადგინეს
13-10-2017
დეხვირის სკოლა, საგანმანათლებლო პროექტით, აჭარას სტუმრობდა. 

პროექტის მიზანი იყო მოსწავლეები აჭარის გეოგრაფიულ მდებარეობას, მის ღირსშესანიშნაობებს გაცნობოდნენ, ბათუმი დაეთვალიერებინათ, დაკვირვებოდნენ ფლორასა და ფაუნას.

ყოველი სასწავლო წლის ბოლოს, დეხვირის სკოლა, სასკოლო ექსკურსიით საქართველოს სხვადასხვა კუთხეს სტუმრობს და მოსწავლეებს მშობლიური ქვეყნის ბუნებასა და ღირსშესანიშნაობებს აცნობს.

საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: 


ბუნებისმეტყველება, გეოგრაფია.

გეო.9.12.მოსწავლე აანალიზებს ქართული ტრადიციების გეოგრაფიულ თავისებურებებს.

ისტ.გეო.7.8. მოსწავლე მსჯელობს ცნობილი საზოგადო მოღვაწის მნიშვნელობაზე ქალაქის
ღმშენებლობის საქმეში.

გეო.7.4. მოსწავლე ხსნის, თუ რა გავლენას ახდენს ბუნებრივი პირობები დასახლების ტიპებსა და მეურნეობის განვითარებაზე.

ბუნ.7.1. მოსწავლე განარჩევს სიცოცხლის ძირითად ფორმებს და გამოვლინებებს.

ბუნ.7.2. მოსწავლე ახასიათებს ორგანიზმების მრავალფეროვნებას.

ბუნ.9.12. მოსწავლე იკვლევს ეკოლოგიური ფაქტორების ზეგავლენას ეკოსისტემების ფორმირებაზე.

როგორც სკოლის წარმომადგენლები აღნიშნავენ, შედეგი თვალსაჩინო იყო, რადგან მოსწავლეებმა მოძიებული ინფორმაცია დაუკავშირეს ნანახსა და მოსმენილ ინფორმაციას. მათ მიღებული ცოდნა გააანალიზეს და ზეპირი და წერილობითი პრეზენტაციის სახით წარმოადგინეს. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203