მონიტორინგის სამსახურმა 700-მდე საბავშვო ბაღი შეამოწმა - რამდენში დაფიქსირდა ხარვეზი?
06-10-2020

უკვე შემოწმებულია 700-მდე საბავშო ბაღი, საიდანაც 625-ის მიმართ უკვე გაიცა დადებითი დასკვნა, - ამის შესახებ შრომის უსაფრთხოების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ განაცხადა.

მისი განმარტებით, ბაღების ნაწილთან მცირეოდენი ხარვეზი დაფიქსირდა, რის გამოც მათ დამატებით განესაზღვრათ გონივრული ვადა, რა დროშიც ეს ხარვეზი უნდა აღმოფხვრან.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროს შრომის უსაფრთხოების ინსპექტირების დეპარტამენტში აცხადებენ, ყოველდღიურ რეჟიმში მოწმდება არა მხოლოდ საგანმანათლებლო, არამედ ნებისმიერ ბიზნეს ოპერატორი ქვეყნის მაშტაბით.

„დღეის მდგომარეობით, შემოწმებულია 2390 კერძო და საჯარო სკოლა. დარჩენილია დაახლოებით ათამდე საჯარო სკოლა, სადაც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს და უახლოეს დღეებში იქნება დასრულებული. რაც შეეხება ბაღებს, ამ მიმართულებით შემოწმება განხორციელდა 700-მდე სუბიექტზე, საიდანაც 625-ის მიმართ უკვე გაიცა დადებითი დასკვნა. დანარჩენს მცირეოდენი ხარვეზი აღენიშნებოდა, რის გამოც მათ დამატებით განესაზღვრათ გონივრული ვადა, რა პერიოდშიც მათ უნდა აღმოფხვრან ეს დარღვევები. შემოწმების პროცესი ყოველდღიურ რეჟიმში გრძელდება და 12 ოქტომბრამდე იქნება დასრულებული. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვამოწმებთ არა მხოლოდ საგანმანათლებლო, არამედ ნებისმიერ ბიზნეს ოპერატორს ქვეყნის მაშტაბით. ასევე ცნობიერების ამაღლების მიმართულებით ვახორციელებთ გარკვეულ კამპანიებს. დღეის მდგომარეობით, ბოლო თვის განმავლობაში 100 000-ზე მეტი ბიზნეს სუბიექტი შემოწმდა და გაიცა გაფრთხილებები. ეტაპობრივად ასევე ხორციელდება გეგმური მონიტორინგი“,- განაცხადა ბექა ფერაძემ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203