ახალციხის მერიამ ღვაწლმოსილ პედაგოგებს პროფესიული დღე მიულოცა
06-10-2016
5 ოქტომბერს მასწავლებლის საერთაშორისო დღე აღინიშნება.

პროფესიული დღე, ქალაქ ახალციხის მერიამ ღვაწლმოსილ პედაგოგებს მიულოცა.

ქალაქ ახალციხის მერის მოვალეობის შემსრულებელი ილია ზარდიაშვილი, მერის მოადგილე ზაზა გელაძე და კულტურის სამასხურის თანამშრომლები დამსახურებულ და ღვაწლმოსილ პედაგოგებს სახლში ესტუმრნენ და ყოფილ პედაგოგებს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადეს.

"ეს ჩემთვის ბედნიერი დღეა, რომელიც მე მოვიმკე დღეს. მიხარია, რომ მესტუმრეთ და გახსოვართ. ძალიან დიდი განცდა მაქვს. ასეთი ბენიერი დღე არ მქონია. ასე მგონია, რომ არ ვარ დავიწყებული და ისევ ვახსოვარ ქალაქს,"- აღნიშნა ღვაწლმოსილმა პედაგოგმა ჟუჟუნა ფარცახაშვილმა. 

ახალციხის მერიამ დამსახურებულ პედაგოგებს, სიმბოლურად ფასიანი საჩუქრები, წიგნები და ყვავილები გადასცა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203