კოვიდინფიცირებული 10 ბავშვი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს
06-10-2020

კორონავირუსის შემთხვევათა მზარდი სტატისტიკის ფონზე იმატებს ინფიცირებული ბავშვების რაოდენობაც. ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, მათ ცენტრში მოთავსებული 41 პაციენტიდან 10 ბავშვი, ხოლო მათგან 4 ერთ წლამდე ასაკისაა.

„სულ 10 ბავშვია, მათ შორის 4 ერთ წლამდე ასაკისაა. პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა მსუბუქი, თითქმის დამაკმაყოფილებელია“,-აცხადებს ენდელაძე.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203