ნინო წიკლაური - გალავნის სკოლის წარჩინებული მოსწავლე ძიუდოში საქართველოს მრავალგზის პრიზიორია
16-10-2017
გალავნის სკოლის მერვე კლასის წარჩინებული მოსწავლე ნინო წიკლაური ძიუდოში საქართველოს მრავალგზის პრიზიორია. 

როგორც სკოლის წარმომადგებლები აღნიშნავენ, ნინო მრავალმხრივ ნიჭიერი და წარმატებული მოსწავლეა:

''VIII კლასის მოსწავლე ნინო წიკლაური მრავალმხრივ ნიჭიერი და წარმატებული მოსწავლეა. გარდა იმისა, რომ ნინო წარჩინებული მოსწავლეა, მას მაღალი აკადემიური მიღწევები აქვს ოლიმპიადებში: 2014/2015 ს/წელს მცხეთის მასშტაბით უმაღლესი ქულა დააფიქსირა მათემატიკის ოლიმპიადაში, ხოლო 2015-2016 ს/წელს გახდა „სმარტის“ მათემატიკის ოლიმპიადის სუპერ ფინალისტი. 2016-2017 ს/წელს საქათველოს მასშტაბით მესამე ადგილი მოიპოვა ქართულ ენისა და ლიტერატურის ოლიმპიადაში. ასევე, ნინო საქართველოს მრავალგზის პრიზიორია ძიუდოში. ნინო წიკლაური აქტიურად მონაწილეობს სასკოლო ღონისძიებებში, ჩართულია შემეცნებით და ინტელექტუალურ თამაშებში.''

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203