განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ჟურნალისტების კითხვაზე, რატომ გადაიდო სწავლა უფროსკლასელებისთვის, განმარტა, რომ სწავლა არ გადადებულა და უფროსკლასელები დასწრებით სწავლებას ამ სემესტრში დაიწყებენ.
„ეს არ არის სწორი ინფორმაცია, კონკრეტული თარიღი მაღალ კლასელების სწავლების დაწყებასთან დაკავშირებით თქვენ (ჟურნალისტებს) გეცნობებათ", - განაცხადა ჩხენკელმა.
ჟურნალისტების კითხვა ეხებოდა etaloni.ge-ს მიერ ექსკლუზიურად მოპოვებულ ბრძანებას, რომელშიც აღნიშნულია, რომ VII-XII კლასის მოსწავლეები დისტანციურად 29 დეკემბრამდე ისწავლიდნენ.
მინისტრმა აღნიშნა, რომ ბრძანებაში 29 დეკემბერი პირობითი თარიღია.
„ეს არის პირობითი თარიღი, და იმისთვის რომ შესაძლებლობა ჰქონდეს ყველა სკოლას ჰიბრიდული მეთოდი აწარმოოს სასწავლო პროცესში. რაც შეეხება კონკრეტულ თარიღს ეს აუცილებლად ამ სემესტრში იქნება და გეცნობებათ“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
იხილეთ ასევე: VII-XII კლასების მოსწავლეები დისტანციურად ახალ წლამდე ისწავლიან - რომელ სკოლებზე ვრცელდება განათლების მინისტრის ახალი ბრძანება
განათლების სამინისტროს განმარტება ბრძანებაზე, რომლის მიხედვითაც VII-XII კლასის მოსწავლეები 29 დეკემბრამდე დისტანციურად ისწავლიან