დეხვირის სკოლის მოსწავლეებმა მასწავლებლებს პროფესიული დღე მიულოცეს
16-10-2017
დეხვირის სკოლის მოსწავლეებმა მასწავლებლებს პროფესიული დღე ლექსებითა და საზოგადო მოღვაწეთა გამონათქვამებით მიულოცეს.

მოსწავლეებმა ღონისძიებაზე თავისუფალი თხზულებები ''ჩემი საყვარელი მასწავლებელი'' და ''მე რომ მასწავლებელი ვიყო'' წაიკითხეს. სპეციალურად შექმნილმა ჟიურიმ, საუკეთესო თხზულების ავტორს, მე-9 კლასის მოსწავლეს, საბა ჭაბუკიანს სიგელი გადასცა. 

''ყველა ესე საინტერესო და ემოციური იყო. მოსწავლეებმა საოცრად ამაღელვებლად გადმოსცეს თავიანთი დამოკიდებულება მასწავლებლის პროფესიის მიმართ. კონკურსის პირობების თანახმად, ერთი გამარჯვებული გამოვლინდა,'' - აღნიშნეს სკოლის წარმომადგენლებმა. 

სკოლაში ამ დღეს კიდევ ერთი კონკურსი ჩატარდა - საუკეთესო კალიგრაფისტი, რომელშიც მე-5 კლასის მოსწავლემ, მიშიკო ჭაბუკიანმა გაიმარჯვა.

დეხვირის სკოლაში მასწავლებლის პროფესიული დღე ყოველწლიურად აღინიშნება. გასულ წელს, სკოლამ ღვაწლმოსილ, ვეტერან პედაგოგებს უმასპინძლა.

''ყოველწლიურად აღვნიშნავთ ამ დღეს სხვადასხვა ღონისძიებით. შარშან ვეტერანი მასწავლებლები გვყავდა სტუმრად. ყველა პედაგოგს კიდევ ერთხელ ვულოცავთ პროფესიულ დღეს და კარიერულ წინსვლას ვუსურვებთ,'' - აღნიშნეს დეხვირის სკოლის წარმომადგენლებმა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203