გიორგი გახარია განცხადებას ავრცელებს - „ეს წესები გვჭირდება იმისთვის, რომ არ დავხუროთ სკოლები“
07-10-2020
საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დაწყებამდე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განცხადება გააკეთა. მისი თქმით, იმისთვის, რომ განათლება და სკოლები არ დაიხუროს აუცილებელია საზოგადოებამ არსებული წესები დაიცვას.
„ჩვენ ვცხოვრობთ ვირუსთან ერთად და ეს ხდება გლობალურად. რაც ყველაზე მთავარია, ეს ყველაფერი უნდა ხორციელდებოდეს გარკვეული წესების დაცვით და ეს წესები ძალიან მარტივია შესასრულებლად.
ეს წესები გვჭირდება იმისთვის, რომ ჩვენ ნორმალური სოციალური ცხოვრებით ვიცხოვროთ. არ დავხუროთ ეკონომიკა, არ დავხუროთ განათლება და სკოლები და არ დავხუროთ ჩვენი პოლიტიკური პროცესი. ამისთვის გვჭირდება ამ წესების დაცვა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.