დედოფლისწყაროს გამგებელი საგანმანათლებლო მედიაპროექტ ''ეტალონის'' წამყვანთან ერთად სოფელ არხილოსკალოს საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს შეხვდა
06-10-2016
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი ნიკოლოზ ჯანიაშვილი საპატიო დედოფლისწყაროელთან, საგანმანათლებლო მედიაპროექტ "ეტალონის" წამყვან გოჩა ტყეშელაშვილთან ერთად დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოს საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს შეხვდა.


შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა განათლებაზე ორიენტირებული მოსწავლე-ახალგაზრდების მოტივირება, მათი წახალისება და ქვეყანაში საგანმანათლებლო დონის გაუმჯობესება.

"ქედების ზონის სკოლის მოსწავლეები ყოველთვის გამოირჩეოდნენ მაღალი ინტელექტითა და საფუძვლიანი ცოდნით. ჩვენ გვყავს უნიკალური და ჭკვიანი ბავშვები, რომლებმაც იციან სწავლის ფასი და ეს მათი პედაგოგების, მშობლების დამსახურებაა. მე ამაყი ვარ, რომ ეტალონის ორი გამარჯვებული მოსწავლე ქედების ზონიდანაა. ვისურვებდი, კიდევ ბევრ ქედელ მოსწავლეს გაემარჯვებინოს საგანმანათლებლო მედიაპროექტში "ეტალონი", - განაცხადა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა.

გაცნობებთ, რომ 11 ოქტომბერს დედოფლისწყაროში ჩატარდება ეტალონის დასკვნითი ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობას დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ყველა სოფლის ბავშვები მიიღებენ.

გოჩა ტყეშელაშვილმა ახალგაზრდებს მეტი შრომის, საკუთარ თავში დარწმუნებულობისა და კარგი სწავლისკენ მოუწოდა: "ადამიანი ყველაფერს უნდა აკეთებდეს განათლების მისაღებად. კარგი აღზრდა და ცოდნა ადამიანს პიროვნებად აყალიბებს. წარმატების მისაღწევად საჭიროა ადამიანმა საგანმანათლებლო კონკურსებში მიიღოს მონაწილეობა. ახალგაზრდების ჩართულობა უნდა იყოს მაქსიმალური".

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203