„ეტალონი“ დიდხანს უნდა იდგეს მოსწავლეთა ინტელექტუალური განვითარების სადარაჯოზე“ - საგარეჯოში ინტელექტ-ჩემპიონატის პირველი ტური ჩატარდა
11-10-2020

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ„ეტალონის“ პირველი ტური ემოციურიც იყო, პოზიტიურიც და რა თქმა უნდა წარმატებებზე ორიენტირებულიც. თუმცა, ალბათ, ასეთ დროს, ყველაზე მნიშვნელოვანია იმ პროფესიონალების აზრი, ვინც უშუალოდ აკვირდებოდა კონკურსის მიმდინარეობას. საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, მერიის წარმომადგენელი, საჯარო სკოლების დირექტორები და პედაგოგები სიამოვნებით დაგვთანხმდნენ დაეფიქსირებინათ საკუთარი მოსაზრება პირველი ეტაპის მიმდინარეობასა და ზოგადად პროექტთან დაკავშირებით:

არჩილ ჯაბადარი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი:

- განათლება ნებისმიერი ხელისუფლების პრიორიტეტი უნდა იყოს - ეს განაპირობებს ქვეყნის უკეთეს მომავალს. თუ გვინდა, უკეთესი საქართველო ვიხილოთ, ახალგაზრდებს უნდა მივცეთ შესაბამისი განათლება, წინააღმდეგ შემთხვევაში, წინსვლას ვერ მივაღწევთ. სწორედ ამას ემსახურება „ეტალონი“და ჩვენც ყველანაირად ვცდილობთ, თქვენს გვერდით ვიყოთ, ხელი შეგიწყოთ ამ დიდი საქმის კეთებაში და ჩვენი მოვალეობაც ღირსეულად შევასრულოთ მომავალი თაობების წინაშე

მანანა
ცუცქირიძე, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი:

- „ეტალონი“ საუკეთესო პროექტია, რომელიც მოსწავლეთა ცოდნისა და შესაძლებლობების გამოვლენის საშუალებას იძლევა.მოსწავლეების მოტივაცია, კონკურსში მონაწილეობის სურვილიც დიდი იყო და ვფიქრობ, შთამბეჭდავი შედეგებიც ჰქონდათ.

სასიხარულოა, რომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სკოლების აბსოლუტური ჩართულობა დაფიქსირდა, პედაგოგებიც გულმოდგინედ ასრულებდნენ მათზე დაკისრებულ მოვალეობას; აღარაფერს ვამბობ მოსწავლეთა ენთუზიაზმზე. აქვე მინდა, მადლობა გადავუხადო „ეტალონს“ და ხაზგასმით ვთქვა - ზოგადად ყველა ასეთი პროექტი საოცრად მნიშვნელოვანია მოსწავლის ინტელექტის განვითარებისთვის, თუმცა მათ შორის „ეტალონი“ საუკეთესოა და მიმაჩნია, რომ თქვენ კიდევ დიდხანს უნდა იდგეთ მოსწავლეთა ინელექტუალური განვითარების სადარაჯოზე.  

ნატალია სამებელაშვილი-ჯავახიშვილი, ყანდაურის საჯარო სკოლის დირექტორი:

- რესურსების მრავალფეროვნება ძალიან მნიშვნელოვანია და ამ მხრივ, „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატი ძალიან გვეხმარება. ბავშვებიც დიდი ინტერესით მონაწილეობენ პროექტში და მიუხედავად იმისა, უკეთესი შედეგებიც შეიძლებოდა გვქონოდა, ჩვენთვის მთავარია მონაწილეობა. ფაქტია - მოსწავლეთა მოტივაციის, წინსვლისა და სასწავლო პროცესის გაუმჯობესებისთვის, საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატს უდიდესი მნიშვნელობა აქვს და მოხარულები ვართ, ამ პროექტში რომ ვმონაწილეობთ.

ხათუნა ცხოვრებაძე, ყანდაურის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი:

- პროექტი ძალიან მოგვწონს და მოხარული ვარ, ჩვენი სკოლის მოსწავლეები აქტიურად რომ არიან ჩართულები. იმედი მაქვს, სამომავლოდ, შედგებიც უკეთესი გვექნება და კიდევ არაერთ წარმატებას მივაღწევთ.

თემურ ყავრიშვილი, პატარა ჩაილურის საჯარო სკოლის დირექტორი:

- „ეტალონი“ არის საუკეთესო პროექტი. მე, როგორც სკოლის დირექტორი, მოხარული ვარ, ჩემი მოსწავლეები ინტელექტ-ჩემპიონატში რომ მონაწილეობენ და მეტად ვითარდებიან; ნამდვილად მეამაყება ჩემი ბავშვების ასეთი ჩართულობა სხვადასხვა პროექტში და დარწმუნებული ვარ, უამრავი წარმატება ელით.

ნინო ვარაზაშვილი, პატარა ჩაილურის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი:

- მობილიზებული, ჩამოყალიბებული და გამოცდილი სახე აქვს „ეტალონის“ ჩემპიონატს და სწორედ ამიტომ, ყოველთვის მონაწილეობს ჩვენი სკოლა კონკურსში. უბრალოდ, გული დამწყდა, რომ წელს ნაკლებად მოგვეცა მოსწავლეთა დიდი რაოდენობით ჩართვის შესაძლებელობა, თუმცა მიმაჩნია, რომ ეს ქვეყანაში შექმნილმა ეპიდსიტუაციამ განაპირობა. ვიმედოვნებ, სამომავლოდ უფრო უკეთესი შედეგებიც ექნებათ, რადგან სწავლა და შრომა ნამდვილად არ ეზარებათ.

ეკატერინე გოგელია, ხაშმის საჯარო სკოლის დირექტორი: 

- მოსწავლეებს ისე უყვართ თქვენი პროექტი, სიხარულით მონაწილეობენ და მერწმუნეთ, ამაზე დიდი ბედნიერება არაფერია. ჩემი შეფასება რა მოსატანია მათ განწყობასთან: თავდაუზოგავად შრომობენ, ბევრს სწავლობენ, თითოეულ საკითხსა და მის შესწავლას განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ეკიდებიან და ვერც კი წარმოიდგენთ, ისე ელოდებიან შემდეგ ტურს. წარმატებებს ვუსურვებ „ეტალონს“. აბა, თქვენ იცით, თქვენი საქმეა ეს და კარგია საქმეა! წარმატებები.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203