საგანმანათლებლო პორტალ izrune.ge-ზე 27 სექტემბრის შემაჯამებელი ტესტის შედეგების მიხედვით, 2020-2021 სასწავლო წლის პირველი „სუპერ კლასები“ გამოვლინდა.
გთავაზობთ სექტემბერის „სუპერ კლასების“ სიას:
თბილისის N71 საჯარო სკოლა- IIბ კლასი, დამრიგებელი - ხათუნა ფახურიძე
თბილისის N71 საჯარო სკოლა- IIIგ კლასი, დამრიგებელი - თიკო ლაცაბიძე
თბილისის N71 საჯარო სკოლა- IIIა კლასი, დამრიგებელი - ლედი ელიაშვილი
თბილისის N71 საჯარო სკოლა- Iდ კლასი, დამრიგებელი - ეკა მაისურაძე
თბილისის N142 საჯარო სკოლა- IVბ კლასი, დამრიგებელი - ეკა გულაშვილი
თბილისის N106 საჯარო სკოლა- IIგ კლასი, დამრიგებელი - თეონა ბექაური
ბათუმის N14 საჯარო სკოლა- IIბ კლასი, დამრიგებელი - თინიკო ჩხაიძე
ქუთაისის N37 საჯარო სკოლა- IIა კლასი, დამრიგებელი - თიკო ძნელაძე
თერჯოლის ზედა საზანოს საჯარო სკოლა- IIIა კლასი, დამრიგებელი - შორენა გეწაძე
ჭიათურის N7 საჯარო სკოლა- Iბ კლასი, დამრიგებელი - სალომე მიქაძე
ხელვაჩაურის მახოს საჯარო სკოლა- IIა კლასი, დამრიგებელი - დარეჯან ნაკაშიძე
თერჯოლის ზედა სიმონეთის საჯარო სკოლა- IIა კლასი, დამრიგებელი - ელისო ჯანელიძე
თერჯოლის ჩხარის N2 საჯარო სკოლა- IIა კლასი, დამრიგებელი - შორენა ტაბატაძე
ასპინძა ხიზაბავრის საჯარო სკოლა- III კლასი, დამრიგებელი - მარინე ხაზალაშვილი
კლასების წამახალისებელი ტიტულების მიზანია კლასში გუნდურობის და ჯანსაღი კონკურენციის პრინციპის დანერგვა და დამრიგებლების როლის გაზრდა
შეგახსენებთ, რომ:
„მეგობრული კლასი“ ეს არის სასტარტო წამახალისებელი ტიტული, რომელიც კლასს Izrune.ge-ში მოსწავლეთა 90%-100%-იანი ჩართულობის გააქტიურების შემდეგ ენიჭება;
„სუპერ კლასი“ მეგობრული კლასის წამახალისებელი ცალკეული თვის შემაჯამებელი ტიტულია. „მეგობრულ კლასს“ ეს წოდება Izrune.ge-ში ჩართულ მოსწავლეთა ყოველი თვის „შემაჯამებელი ტესტის“ შედეგების მიხედვით ენიჭება, მაშინ, როდესაც კლასის თვის საშუალო შეწონილი ქულა არის 77 ქულა, ან მეტი.
„მომავლის კლასი“ „მეგობრული კლასის“ წამახალისებელი, უკვე წლის შემაჯამებელი ტიტულია, რომელიც კლასს სასწავლო წლის განმავლობაში მიღწეული შედეგების მიხედვით მიენიჭება. უფრო ზუსტად, 10 თვიდან კლასი 6-ჯერ, ან მეტჯერ თუ გახდება „სუპერ კლასი“, ის ხდება „სასწავლო წლის მომავლის კლასი“, მოსწავლეთა აქტიურ მშობლებს კი „მომავლის მშობელის“ წოდება მიენიჭებათ.
კლასების რეგისტრაცია გრძელდება