„რამდენიმე ბაღის მასწავლებელს კორონავირუსი დაუდასტურდა“ - ბაღების გახსნაზე თბილისის მერმა კომენტარი გააკეთა
11-10-2020

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის უმეტეს საბავშვო ბაღში ხვალ სასწავლო პროცესი განახლდება.

კალაძის თქმით, კორონავირუსის გავრცელების რისკიდან გამომდინარე, გამონაკლისს მხოლოდ რამდენიმე ბაღი წარმოადგენს.

„თბილისის ბაღებს რაც შეეხება, სრული მზადყოფნა არის იმისთვის, რომ დაიწყონ ფუნქციონირება. ჩვენ მაქსიმალურად შევასრულეთ ის მოთხოვნები, რომლებიც მოდიოდა დარგის სპეციალისტების მხრიდან. ყველანაირი მზადყოფნა არის, რათა ბავშვები მივიდნენ საბავშვო ბაღებში.

რამდენიმე, 3-4 ბაღია, სადაც მასწავლებელს დაუდასტურდა ვირუსი. შესაბამისად, ეს ბაღები არ გაიხსნება, მშობლები უკვე გაფრთხილებულნი არიან, რომ დავიცვათ იქ მომუშავე ადამიანების, ბავშვების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება. შესაბამისად, დანარჩენ ბაღებში არის მზადყოფნა. ორშაბათს არის საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა, სადაც უფრო დეტალურად იქნება საუბარი არსებულ მდგომარეობაზე. თქვენ იცით, რომ იზრდება ინფიცირებულთა რაოდენობა. შესაბამისად, თუ რამე სხვა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ამაზეც მოგაწვდით ინფორმაციას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ ვინმეს რამე პრობლემა ექნება ვირუსთან დაკავშირებით, ინდივიდუალურად, წერტილოვნად მოხდება გადაწყვეტილების მიღება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

იხილეთ ასევე: თბილისის 10-ზე მეტი საბავშვო ბაღი 12 ოქტომბერს არ გაიხსენა - იხილეთ ბაღებს სია

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203