აჭარის გარდა, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე საბავშვო ბაღები ფუნქციონირება დღეიდან განახლდა. გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.
Covid - 19-ის შემთხვევების დაფიქსირების გამო, თბილისში სააღმზრდელო პროცესი ბოლო მონაცემებით, 4 საბავშვო ბაღში არ დაიწყო, ვინაიდან თანამშრომლებს კორონავირუსი დაუდასტურდათ.
თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოს დირექტორმა ბოლო კონსულტაციები დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელობასთან კვირას საღამოს გაიარა.
რაც შეეხება იმ საბავშო ბაღებს, რომლებიც დღეს გაიხსნა, მათ რეკომენდაციების დაცვა მოუწევთ. კერძოდ, მშობლებს შენობაში შესვლა ეკრძალებათ, მათ კართან აღმზრდელები დახვდებიან და ისინი მიაცილებენ ბავშვებს. აღსაზრდელებს, შენობაში შესვლამდე, ასევე, ჩაუტარდებათ თერმოსკრინინგი და დეზინფექცია. თუ მათ ტემპერატურა დაუფიქსირდებათ, სპეციალურად გამოყოფილ ოთახში მოთავსდებიან, შემდეგ ეს ინფორმაცია ეცნობება მშობელს და 112-ს.