ამირან გამყრელიძის კომენტარი სკოლებში კორონავირუსის ფაქტების შესახებ - მასწავლებლების შერჩევითი ტესტირება იწყება
12-10-2020
საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდგომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, სკოლაში კორონავირუსის დაფიქსირება ავტომატურად დისტანციურ სწავლებაზე გადასვლას არ ნიშნავს.
„გაზაფხულისგან განსხვავებით, ქვეყნები აღარ მიდიან ე.წ. ლოკდაუნებზე და ძლიერ შეზღუდვებზე, უფრო წერტილოვან შეზღუდვებზეა საუბარი. მაგალითად, როდესაც სკოლაში გვაქვს ინფიცირების შემთხვევა აღარ იკეტება მთლიანად სკოლა, დისტანციურზე გადადის კლასი, თუ ამის საჭიროებაა. თუ მასწავლებელს აქვს, ხდება კონტაქტების მოძიება და გადადიან თვითიზოლაციაში 12 დღის განმავლობაში. ანუ ეპიდემიოლოგებთან შეთანხმებით ირჩევა საკითხი თუ საჭიროა სკოლა გადადის დისტანციურ სწავლებაზე, თუ საჭიროა კლასი და ა.შ. იგივე ხდება ბაღებთან მიმართებაშიც. რადგან პანდემია კიდევ კარგა ხანს არ დასრულდება და ჩვენ უნდა მივეჩვიოთ ამ ვირუსთან თანაცხოვრებას“, - განცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისივე თქმით, სკოლებში ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ დაიწყება მალე მასწავლებლების ე.წ. რანდომული ტესტირება. ეს ეხება როგორც სკოლის, ისე ბაღის პედაგოგებს. ამასთან, აღსანიშნავია თუ მაგალითად, ერთ მოსწავლეს დაუდასტურდა კორონავირუსი ამის გამო სკოლა არ დაიხურება.