შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის ბექა ფერაძის განცხადებით, საერთო ჯამში 1 500-მდე საბავშო ბაღი შემოწმდა.
„სააღმზრდელო პროცესი დღეს განახლდა ბაღებში. მთელი ამ დროის განმავლობაში შრომის ინსპექცია სხვადასხვა საზედამხედველო უწყებებთან ერთად ამოწმებდა ბაღებს. დღეის მდგომარობით, შემოწმებულია 1500-მდე ბაღი და გაცემულია დადებითი დასკვნა, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა მათგანმა განაახლა სწავლა. რიგ შემთხვევებში იყო, რომ ინფიცირებულთან კონტაქტის ან სარემონტო სამუშაოების გამო დღეს ვერ განახლდა სააღმზრდელო პროცესი, თუმცა დაგეგმილია რომ ეს პროცესი უახლოეს დღეებში აღდგება.
ამით ჩვენ დავასრულეთ სკოლების, საბავშვო ბაღების, პროფესიულისა და უნივერსიტეტების შემოწმება“, - განაცხადა ბექა ფერაძემ.