კორონავირუსი მანდატურს დაუდასტურდა - რას ამბობს სკოლის დირექტორი?
12-10-2020

თბილისის 98-ე საჯარო სკოლის მანდატურს კორონავირუსი დაუდასტურდა.

როგორც სკოლის დირექტორმა გიორგი მომცელიძემ etaloni.ge-სთან საუბრისას განაცხდა, დღეს მოსწავლეებს სასწავლო პროცესი ონლაინ რეჟიმში უტარდებათ.

მისივე თქმით, სკოლაში დღეს უკვე ჩატარდა სრული დეზინფექცია. კორონავირუსი კი მანდატურის გარდა სხვას არავის დადასტურებია.

„ამ დროისთვის მიმდინარეობს კონსულტაცია ეპიდემიოლოგებთან და მათ გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება სწავლა თუ საკლასო ოთახებს დაუბრუნდებიან მოსწავლეები. ყოველ შემთხვევაში ჩვენ მზად ვართ, რომ სწავლა ხვალიდანვე განვაახლოთ, თუმცა ველოდებით ეპიდემიოლოგებს", - განაცხადა მომცელიძემ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203