აწყურის სკოლაში მასწავლებლის საერთაშორისო დღე ღვაწლმოსილ პედაგოგებს მიუძღვნეს
17-10-2017
აწყურის სკოლაში მასწავლებლის საერთაშორისო დღე აღინიშნა.

წელს ეს დღე სკოლის ღვაწლმოსილ პედაგოგებს მიეძღვნათ. სირანუშ მანუკიანსა და ცისანა გელაძეს პედაგოგიური მოღვაწეობის 50 წელი შეუსრულდათ, ხოლო ნანა ბარძიმაძესა და მარინე ასანიძეს - 60 წლის იუბილე. 

მოსწავლეებმა და პედაგოგებმა არაერთი მილოცვა და თბილი სიტყვა მიუძღვნეს იუბილარებს:

''ღონისძიებაზე თბილი სიტყვები მრავლად იღვრებოდ ლექსად და სიმღერად. ძვირფასო პედაგოგებო, კიდევ ერთხელ გილოცავთ მასწავლებლის დღეს. დღეგრძელობას, წარმატებებს და პროფესიულ ტკბობას გისურვებთ,'' - აღნიშნეს აწყურის სკოლის წარმომადგენლებმა.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203