საქართველოში 267 მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებელია. ყველაზე მაღალი სტატუსიანი მასწავლებლების შესახებ ინფორმაცია etaloni.ge-მ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემისგან გამოითხოვა.
უწყებამ სკოლებში 267 მენტორი მასწავლებლების რეგიონების მიხედვით განაწილების შესახებაც მოგვაწოდა ინფორმაცია. მათი განაწილება ასეთია:
აფხაზეთი - 1
აჭარა - 22
გურია - 10
თბილისი - 78
იმერეთი - 70
კახეთი - 23
მცხეთა-მთიანეთი - 2
სამეგრელო-ზემო სვანეთი - 17
სამცხე-ჯავახეთი - 4
ქვემო ქართლი - 18
შიდა ქართლი - 22
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, 2020 წლის სექტემბერში სტატუსის დანამატი 39 051-მა პედაგოგმა მიიღო.