ქუთაისის N1 საჯარო სკოლაში კორონავირუსის 5 შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსი 4 მშობელსა და ერთ პედაგოგს დაუდასტურდა, რის გამოც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება სწავლების ონლაინ რეჟიმზე გადავიდა.
პედაგოგის ინფიცირება, სავარაუდოდ, საზოგადოებრივ ტრანსპორტს უკავშირდება; ასევე ორი მოსწავლე და ორი პედაგოგია ინფიცირებული ქუთაისის N10 საჯარო სკოლაში, ხოლო ვირუსი ერთ პედაგოგს დაუდგინდა ქუთაისის N13 საჯარო სკოლაში.
ქუთაისში არსებული 38 საჯარო სკოლიდან ახალი კორონავირუსული ინფექცია 15 სკოლაშია დაფიქსირებული.