პროფესიულ პროგრამებზე მეორადი ჩარიცხვები დაიწყო - როდის არის პროგრამის არჩევის ბოლო ვადა?
13-10-2020
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე მეორადი ჩარიცხვები დაიწყო.

2020 წლის 12-15 ოქტომბრის ჩათვლით აპლიკანტებს, რომლებიც პროფესიული ტესტირების/კონკურსის/შიდა შერჩევის შედეგების გათვალისწინებით, ვერ ჩაირიცხნენ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში, უფლება აქვთ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის სპეციალურ პროგრამაში (vet.emis.ge) გააკეთონ არჩევანი დარჩენილ ვაკანტურ ადგილებზე და მიმართონ შესაბამის პროფესიულ დაწესებულებებს ჩარიცხვის მოთხოვნით.

ამისათვის ონლაინ რეგისტრირებული აპლიკანტი უნდა ეწვიოს ვებგვერდს - vet.emis.ge და გაიაროს ავტორიზაცია, ხოლო აპლიკანტებმა, რომლებმაც რეგისტრაცია გაიარეს დაწესებულებებსა და სარეგისტრაციო ცენტრებში, დადგენილ ვადებში უნდა მიმართონ პროფესიულ დაწესებულებებს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203