არლის სკოლის მასწავლებელმა რეგიონულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
17-10-2017
''ახალციხის ციხის'' ციტადელის დარბაზში, სამცხე-ჯავახეთის ინკლუზიური განათლების რეგიონული კონფერენცია გაიმართა. ღონისძიებაზე საგანმანათლებლო სისტემაში ინკლუზიური განათლების მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს.

კონფერენციას ინკლუზიური განათლების დეპარტამენტის სამმართველოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კონფერენციაზე პრეზენტაციები წარმოადგინეს არლის სკოლისა და ასპინძის სკოლის პედაგოგებმა - ეთერ კაჭკაჭაშვილმა და დიანა ბერიძემ. მათ ერთთვიანი სწავლება გაიარეს პოლონეთში ინკლუზიური განათლების კუთხით. მასწავლებლებმა დამსწრეებს იქ მიღებული ცოდნა და გამოცილება გაუზიარეს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203