გთავაზობთ თეთრიწყაროს ინტელექტ-ჩემპიონატის ყველაზე მაღალქულიანი მოსწავლეების რეიტინგს.
ინტელექტ-ჩემპიონატში თეთრიწყაროს გამორჩეული ახალგაზრდები მონაწილეობდნენ.
პირველი და მეორე ადგილი ასურეთის საჯარო სკოლის და-ძმა მოსწავლე ჟანა და სესე გოგიაშვილებმა დაიკავეს 56 და 55 ქულებით, ხოლო მესამე ადგილზე გოლთეთის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ნინო გაზდელიანი გავიდა.
ჟანა გოგიაშვილმა 2020 წლის „თეთრიწყაროს ეტალონი მოსწავლის“ ტიტული მოიპოვა.
„ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატი თეთრიწყაროში, ხაიშის საჯარო სკოლაში დღეს გაიმართა.
შეგახსენებთ, რომ „ეტალონი“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების მიერ გაცემული რეგულაციების შესაბამისად, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ეწვევა მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქებს და ტრადიციულად, „ეტალონელ მოსწავლეებს“ გამოავლენს.
ინტელექტ-ჩემპიონატში ჩართვის მსურველებმა დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ სკოლის ადმინისტრაციას, საგანმანათლებლო რესურსცენტრს, დაგვიკავშირდეთ ნომერზე 577 36 99 45 მოგვწეროთ Facebook-ზე ან შეავსოთ სპეციალური სარეგისტრაციო ფორმა.
ასევე იხილეთ:
თეთრიწყაროში მალე „ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდება
„მინდა მადლობა გადაგიხადოთ საინტერესო ტესტებისთვის“ - თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში „ეტალონის“ I ტური ჩატარდა
„ეტალონი“ თეთრიწყაროს ესტუმრება - იხილეთ მონაწილეთა სია
თეთრიწყაროს სკოლების მოსწავლეთა საყურადღებოდ - ეტალონი