ქალაქ ახალციხის მერიის, კულტურის სამსახურის ირგანიზებით, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ღონისძიება, "მღერიან და ხუმრობენ პედაგოგები", გაიმართა.
ღონისძიებაში მონაწილეობა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების, საბავშვო ბაგა-ბაღების აღმზრდელ-მასწავლებლებმა მიიღეს.
მონაწილეების მიერ წარმოდგენილმა მხიარულმა ნომრებმა, ცეკვებმა, სიმღერებმა და მათ მიერ წაკითხულმა ლექსებმა დამსწრე აუდიტორიის დიდი მოწონება დაიმსახურა.
ახალციხის მერიამ ღონისძიებაში მონაწილე ყველა პედაგოგს ფასიანი საჩუქრები გადასცა.