გარე და დისტანციური დაკვირვების შეფასების რუბრიკები გამოქვეყნდა - რამდენი ქულა უნდა მიიღოთ დადებითი შეფასებისთვის
30-11--0001

მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა გარე დაკვირვებისა და დისტანციური დაკვირვების შეფასების რუბრიკები გამოაქვეყნა. ასევე, ცნობილია, მაქსიმალური და დადებითი შეფასების მოსაპოვებლად საჭირო ქულები.

გარე დაკვირვების გაკვეთილის შეფასების რუბრიკა

დისტანციური გაკვეთილის შეფასების რუბრიკა

გაკვეთილის შეფასების მაქსიმალური ქულაა 36. გაკვეთილი დადებითად შეფასებულად ჩაითვლება, თუ ის დააგროვებს ქულათა ჯამური რაოდენობის 75%-ს, ანუ მინიმუმ 27 ქულას.

სპორტის გაკვეთილის შეფასების მაქსიმალური ქულაა 32. გაკვეთილი დადებითად შეფასებულად ჩაითვლება, თუ ის დააგროვებს ქულათა ჯამური რაოდენობის 75%-ს, ანუ მინიმუმ 24 ქულას.

კლასში ან დისტანციურად გარე დაკვირვების გაკვეთილის ჩასატარებლად მასწავლებელმა eschool-ში გაიარეს რეგისტრაცია.

მასწავლებლის შეფასება ხორციელდება: ა) გაკვეთილის შეფასების სქემით მასწავლებლის მიერ ჩატარებული გაკვეთილის შეფასებისა და ბ) მასწავლებლის რეფლექსიის შეფასების საფუძველზე.

გარე დაკვირვების განხორციელების პროცესში დამკვირვებელმა უნდა გაითვალისწინოს ახალი კორონავირუსით (SARS-CoV -2) გამოწვეულ ინფექციასთან (CoVID - 19) დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისთვის (დანართი 36, დანართი 37) შეფასების რუბრიკა გამოიყენება მხოლოდ გარე საგაკვეთილო დაკვირვებებისთვის.

შენიშვნა:

  1. სწავლების ფორმის გაუთვალისწინებელ ცვლილების შემთხვევაში, მასწავლებლის მომართვის საფუძველზე შეეცვლება გარე დაკვირვების პერიოდი გონივრული ვადით, რათა შეძლონ სწავლების ახალ ფორმატის ადაპტირება;
  2. დისტანციური გაკვეთილის მიმდინარეობისას წარმოქმნილი გაუთვალისწინებელი ტექნიკური შეფერხების შემთხვევაში (მაგ. ელექტრო ენერგიის გათიშვა, ინტერნეტის შეწყვეტა და სხვა.) ხარვეზის გამოსწორებისათვის დახარჯული დრო მასწავლებელს ჩაეთვლება საპატიოდ და მიეცემა გაკვეთილის გაგრძელების საშუალება ხარვეზის გამოსწორებისთანავე. საჭიროების შემთხვევაში მასწავლებელთან შეთანხმებით შესაძლებელი იქნება გაკვეთილის გადადება.
  3. დისტანციურ გაკვეთილს შესაძლებელია არ ესწრებოდეს კონკრეტულ კლასში სიით განსაზღვრული მოსწავლეთა სრული რაოდენობა.
  4. მასწავლებელმა დისტანციური გაკვეთილის ჩატარებისთვის ელექტრონული პლატფორმა უნდა შეარჩიოს მოსწავლეთა ასაკობრივი ჯგუფის და საგანმანათლებლო მიზნების გათვალისწინებით.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203