„პოლიტიკა იქნება ასეთი...“ - სკოლების შესახებ ამირან გამყრელიძე კომენტარს აკეთებს
14-10-2020

საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდგომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ გლობალური შეზღუდვები არ იქნება.

მისი თქმით, სკოლები დისტანციურ სწავლებაზე იმ შემთხვევაში გადავა თუ რამდენიმე შემთხვევა ერთდროულად დაფიქსირდება.

„იქნება და არის წერტილოვანი შეზღუდვები. როცა აჭარაში აგვიფეთქდა ვირუსი სწავლა გადავიდა დისტანციურზე, ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა და ა.შ. ამ და სხვა ტიპის შეზღუდვები იქნება პერიოდულად.

როგორც სწავლა დავიწყეთ ქვეყანაში პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით და თუ კლასში აღმოჩნდება ვირუსი ის კლასი გადადის დისტანციურზე ან მთელი სართული. თუ რამდენიმე შემთხვევა იყო მაშინ სკოლა გადადის მთლიანად დისტანციურზე. ამიტომ პოლიტიკა იქნება ასეთი - არ იქნება დიდი, გლობალური შეზღუდვები, მაგრამ იქნება სხვადასხვა სახის წერტილოვანი შეზღუდვები“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დღეს კორონავირუსის 680 ახალი  შემთხვევა დადასტურდა, მათ შორის: 297 თბილისში დაფიქსირდა, 189 - აჭარაში, იმერეთში 150, შიდა ქართლში 12, ქვემო ქართლში 11, მცხეთა-მთიანეთში 9 ახალი პაციენტია, გურიაში 6 პაციენტი, სამეგრელო -ზემო სვანეთში 3 ახალი შემთხვევა დაფიქსრიდა, კახეთში 2 და სამცხე -ჯავახეთში 1.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203