გთავაზობთ ახალქალაქის ინტელექტ-ჩემპიონატის ყველაზე მაღალქულიანი მოსწავლეების რეიტინგს.
ინტელექტ-ჩემპიონატში ახალქალაქის გამორჩეული ახალგაზრდები მონაწილეობდნენ.
ახალქალაქის N3 საჯარო სკოლის მოსწავლე ელენა პეტროსიანი, ორჯის საჯარო სკოლის მოსწავლე ტათევიკ ხოცარიანი და ზაკის საჯარო სკოლის მოსწავლე ჰაიასტან მარტიროსიანი - ასეთია ახალქალაქის ღონისძიების სამეული. პირველ სამ ადგილზე გასულ მოსწავლეებს თანაბარი 85-85 ქულა აქვთ, თუმცა პირველადგილოსანს ამ შედეგისთვის ნაკლები დრო დასჭირდა.
ელენა პეტროსიანმა 2020 წლის „ახალქალაქის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული მოიპოვა.
„ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატი ახალქალაქში, ახალქალაქის N1 საჯარო სკოლაში დღეს გაიმართა.
შეგახსენებთ, რომ „ეტალონი“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების მიერ გაცემული რეგულაციების შესაბამისად, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ეწვევა მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქებს და ტრადიციულად, „ეტალონელ მოსწავლეებს“ გამოავლენს.
ინტელექტ-ჩემპიონატში ჩართვის მსურველებმა დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ სკოლის ადმინისტრაციას, საგანმანათლებლო რესურსცენტრს, დაგვიკავშირდეთ ნომერზე 577 36 99 45 მოგვწეროთ Facebook-ზე ან შეავსოთ სპეციალური სარეგისტრაციო ფორმა.
ასევე იხილეთ:
„ეტალონში“ ჩართვა მოსწავლეებს მეტ მოტივაციას აძლევთ“ - ახალქალაქის მუნციპალიტეტში ინტელექტ-ჩემპიონატის პირველი ტური ჩატარდა
„ეტალონი“ ახალქალაქში გაიმართება - იხილეთ მონაწილეთა სია
ახალქალაქის სკოლების მოსწავლეთა საყურადღებოდ - ეტალონი