ორბელის სკოლა თვითმმართველობის არჩევნების ორგანიზებულად ჩატარებისთვის, მოსწავლეებს მადლობას უხდის
17-10-2017
ორბელის სკოლაში მოსწავლეთა თვითმართველობის არჩევნები ჩატარდა. მასში საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

შეიქმნა საარჩევნო კომისია, რომელიც სკოლის მოსწავლეებით დაკომპლექტდა. მათ გამოავლინეს არა მარტო საარჩევნო კანონმდებლობის ზოგადი ცოდნა, არამედ ის უნარ-ჩვევებიც, რომლებიც აუცილებელია კომისიის თითოეული წევრისათვის.

არჩევნებმა ორგანიზებულად და ობიექტურად ჩაიარა. ამას სკოლის წარმომადგენლებიც უსვამენ ხაზს და მოსწავლეებს მადლობას უხდიან:

''მადლობას ვუხდით ჩვენს მოსწავლეებს ასეთი ორგანიზებულობისათვის, ყველაფერმა წესების დაცვით ჩაიარა - გამჭვირვალედ და სამართლიანად.''
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203