თბილისში რამდენიმე საბავშვო ბაღი დროებით დაიხურა - მიზეზი კორონავირუსის შემთხვევებია
14-10-2020
საბავშვო ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის განახლების შემდეგ, თბილისში რამდენიმე ბაღი დროებით დაიხურა.

ორშაბათის შემდეგ, სასწავლო პროცესი შეწყდა თბილისის მე-4 საბავშვო ბაღში. ამასთან, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ორი კვირით შეაჩერა მუშაობა თბილისის 93-ე ბაგა-ბაღმაც. ბაღის ინფორმაციით, სპეცპედაგოგს გუშინ კორონავირუსი დაუდასტურდა.

გარდა ამისა, არსებული ინფორმაციით, კორონავირუსის დაფიქსირების გამო, ორი კვირით სასწავლო პროცესი შეწყდა დიდ დიღომში მდებარე ერთ-ერთ საბავშვო ბაღში. უცნობია ზუსტი ციფრი, თუ რამდენმა ბაღმა შეაჩერა მუშაობა 12 ოქტომბრის შემდეგ. ბაღების მართვის სააგენტოში ჯერჯერობით კომენტარი არ კეთდება.

ცნობისთვის, თბილისის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი 12 ოქტომბერს განახლდა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203