Covid 19-ის გამო თბილისის 10 საბავშვო ბაღი დაიხურა
15-10-2020

თბილისის საჯარო საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო წლის განახლებიდან დღემდე, დაწესებულებების პერსონალს შორის კორონავირუსის დაფიქსირების გამო, 10 ბაღი დროებით დაიხურა. ინფორმაციას თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში ადასტურებენ.

თბლისში მოქმედი 181 ბაღიდან დასახელებული მიზეზით ჯამში 13 ბაღი არ ფუნქციონირებს - სამუშაო პროცესი ოქტომბრიდან არ განახლებულა სამ დაწესებულებაში (#53, #99 და #36 ბაღები), რომელთა პერსონალს შორის კორონავირუსი სააღმზრდელო წლის დაწყებამდე დაფიქსირდა.

დროებით დახურულ ბაღებს შორისაა #4, #29, #35, #93, #153, #16 ბაღები, ასევე ბაღი „ხუთკუნჭულა“.

ცნობისთვის, თბილისის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი 12 ოქტომბერს განახლდა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203